"პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ, ვინც უყურა გადაწყვიტოს სპეციალურად ჩაშალეს თუ არა,“-გომელაური
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს ხვალ არ მოუსმენენ. ამის შესახებ განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. მისი თქმით, იმის გამო რომ ხვალ უწყებას უცხოელი კოლეგები სტუმრობენ, ის პარლამენტში მისვლას ვერ შეძლებს. გომელაურის თქმით, დღეს პარლამენტში მას უსაფრთხოების სამსახურის შესახებ დეპუტატებისთვის ანგარიში უნდა გაეცნო, თუმცა დროის პრობლემის გამო ეს ვერ მოხერხდა.
Читать дальше...