წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა პრემიერს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს - ამის შესახებ განცხადება კურიერთან ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. ჩიხრაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით აღნიშნულ საკითხზე საუბარი ადმინისტრაციაში, ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებთან, დაგეგმილ შეხვედრაზეც იქნება. ჩიხრაძე შეხვედრას თავადაც დაესწრება, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე ყველა საარჩევნო საკითხი იქნება განხილული, მათ შორის საარჩევნო სია და საარჩევნო სისტემები. Читать дальше...