კოტე გოგელია ამბობდა, რომ ჰქონდა ფული, მაგრამ ხელფასს არ გადაგვიხდიდა (ვიდეო)
ჟურნალისტი თეონა გეგელია, მაესტროში მისი მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც თათბირებს მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია ატარებდა. მისი თქმით, არხზე ხელფასების დაგვიანება ხშირი შემთხვევა იყო, გოგელია კი თათბირებზე ეუბნებოდა, რომ ფული ჰქონდა, მაგრამ ხელფასს არ გადაუხდიდა. გეგელიას განცხადებით, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ტელევიზია ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა.