“არის საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ” კახი კალაძე
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აფხაზეთის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება: „შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.