ვინ არის “უცნობი”-ს მიერ რაიონელად მოხსენებული ჟურნალისტი (ვიდეო)
ორი დღეა სოციალური მედია გია გაჩეჩილაძის მიერ, რაიონიდან ჩამოსულ და დედაქალაქში მცხოვრებ ჟურნალისტებზე გაკეთებული შეფასება გახდა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვინ არის ჟურნალისტი, რომლის შესახებაც გია გაჩეჩილაძე საუბრობდა და რამაც მედიაწრეების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. როგორც “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” გახდა ცნობილი, ეს არის გაზეთ “რეზონანსი”-ს ჟურნალისტი, თიკო ოსმანოვა.