მანანა კობახიძე: ალეკო ელისაშვილი აქ ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პოლიტპატიმრების საკითხის განხილვას მიწვევის მიუხედავად ალეკო ელისაშვილი არ ესწრება. როგორც დღევანდელ სხდომაზე ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, განხილვაზე ელისაშვილის დაუსწრებლობა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „არც იყო მოსაწვევი ის ადამიანი, კარგია რომ არ მოვიდა. აქ ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ. ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე არდასწრების მიზეზი უკვე განმარტა […]