ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ რაც 3 წლის გოგონა დაიწვა, დედამ თავი მოიკლა
ფონიჭალაში დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. 2030.news-ის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებ რამდენიმე პირს ესაუბრა. ორი მათგანი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 3 წლის გოგონა დაიწვა, რის შემდეგაც დედამ, 35 წლის ქალმა თავი მოიკლა. კიდევ რამდენიმე პირის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელი კორპუსის იმ ბინიდან კვამლი შენიშნეს, სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს. ზემო ფონიჭალაში დღეს დედა-შვილი, […]