ნარკოტრაფიკის საქმე და ბაბუცა გორდაძის კომენტარი 6 წლის შემდეგ (ვიდეო)
მალაიზიაში ნარკოტრეფიკისთვის გასამართლებული და საქართველოში დაბრუნებული ბაბუცა გორდაძე მომხდარის დეტალებს პირველად კურიერთან იხსენებს. ექსკლუზიურ ინტერვიუში გორდაძე მის მალაიზიაში დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ჩანთაში აღმოჩენილი ნარკოტიკები მისთვისაც მოულოდნელი ფაქტი იყო. „ჩანთა, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი იყო, სამართალდამცავებმა მომიტანეს და მითხრეს რომ გამეხსნა. როცა გავხსენი იქ იდო სურათები, რომლებშიც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. მე თვითონ […]