ტამიშის ბრძოლა - მოულოდნელი დესანტის პირისპირ
ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფრაგმენტია. 1993 წლის 2-11 ივლისში აქ ქართულმა მხარემ 250-მდე მებრძოლი დაკარგა - მიზეზი მოწინააღმდეგის მხრიდან მოულოდნელად გადმოსხმული 500-კაციანი დესანტი იყო. ტამიში აფხაზური სოფელია, ის სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის მდებარეობს. მთებიდან ზღვის მიმართულებით ჩამოდის მდინარე, რომლის მარჯვენა მხარეს (სოხუმისკენ) 2 ივლისს მე-11 საარმიო ბრიგადა იდგა, დავით თევზაძის მეთაურობით, მარცხენა მხარეს კი (ოჩამჩირეში) - 24-ე ბრიგადა. უშუალოდ ტამიში შედარებით დაუცველი იყო... Читать дальше...