კიბერთავდასხმამ, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას ეჭვობენ, შესაძლოა ათასობით ბიზნესზე იქონიოს გავლენა
3 ივლისს სხვადასხვა ბიზნესი ცდილობს გაუმკლავდეს ე.წ. "გამომძალველი პროგრამით" პროვაიდერ კომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც, კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ვარაუდით, რუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს. ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, თავდასხმამ შესაძლოა მსოფლიოს გარშემო ათასობით ბიზნესზე იქონიოს გავლენა. 2 ივლისს განხორციელებული კიბერთავდასხმისას გადაიტაცეს ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიის მენეჯმენტის სოფტვერი, რომელიც აშშ-ში განთავსებულ კომპანია Kaseya-ს ეკუთვნის. შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი... Читать дальше...