ვინ არის პასუხისმგებელი ჟურნალისტების მასობრივ ცემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს
ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება? კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო. პოლიტიკოსები და უფლებადამცველები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ ნაწილად მიზანმიმართული გეგმისა, რომელიც საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებასა და პრორუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ორშაბათს განვითარებული მოვლენების შედეგად მედიასაშუალების 50-მდე წარმომადგენელია დაშავებული.