რადიო თავისუფლება გმობს 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას
რადიო თავისუფლება გმობს თავისი ქართული სამსახურის ჟურნალისტებსა და პრესის სხვა მრავალ წარმომადგენელზე თავდასხმებს, 5 ივლისს თბილისში, როდესაც ისინი "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებდნენ. განცხადებაში, რომელსაც რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს აღნიშნული თავდასხმები. „არანაირი გამართლება არ აქვს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ. Читать дальше...