თეთრმა სახლმა უარყო, რომ აშშ პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს განიხილავს
აშშ არ განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის საკითხს. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ. როგორც Reuters-ი იტყობინება, საკით თქმით, ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა. ეს კომენტარი ეწინააღმდეგება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას. სამშაბათს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს, ბოიკოტი გამოუცხადოს თუ არა ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში. მისი სიტყვებით... Читать дальше...