Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

დე ფაქტო გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მაგრამ თანამდებობაზე რჩება

დე ფაქტო გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მაგრამ თანამდებობაზე რჩება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე  ე. წ. დეპუტატებს  დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევისთვის უფლებამოსილება უნდა შეეწყვიტათ და ახალი ე. წ. გენერალური პროკურორი დაემტკიცებინათ. ბიბილოვის მომხრე მმართველმა პარტიამ, „ედინაია ოსეტიამ“, სესიაში მონაწილეობა აღარ მიიღო და ე.წ. დეპუტატები პრეზიდიუმის სხდომიდანვე გავიდნენ. არადა, ახალი ე.წ. გენპროკურორის კანდიდატურა დე ფაქტო პარლამენტს სწორედ დე ფაქტო პრეზიდენტმა  ანატოლი ბიბილოვმა წარუდგინა. ვიტალი სავჩენკო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სოჭიდან ჩამოიყვანეს.  35 წლის ვიტალი სავჩენკოს ცხინვალელმა ანალიტიკოსებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უკვე უწოდეს ჯაგაევის კაცი. ოპოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად ითხოვდა ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებას და მას ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიების გამო უნდობლობას უცხადებდა. ოპოზიცია არ აპირებს დე ფაქტო გენერალური პროკურორის ახალ კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.

ადგილობრივ პრესაში უკვე გამოქვეყნდა ურუზმაგ ჯაგაევის მემკვიდრის ბიოგრაფია. ვიტალი სავჩენკო 35 წლისაა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბადებული ურუზმაგ ჯაგაევისგან განსხვავებით, გენერალური პროკურორობის ახალი კანდიდატი დაიბადა და გაიზარდა კრასნოდარის მხარეში. სწავლობდა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სამართლის აკადემიაში. ცხინვალში წამოსვლამდე  მუშაობდა კრასნოდარის რაიონის პროკურატურაში.

სავჩენკოს ერთადერთი კავშირი ცხინვალის რეგიონთან არის ამჟამინდელი დე ფაქტო გენერალური პროკურორი ჯაგაევი, რომელიც ცხინვალში დაბრუნებამდე, 2016 წელს, იყო ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ოპოზიციის გარდა საკომიტეტო მოსმენებზე სავჩენკომ ვერც მმართველი პარტიის წევრთა მხარდაჭერა მიიღო, ამიტომ მისი კანდიდატურა სესიაზე ჩაგდების პირას იყო. დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა სხდომის ჩაშლა მაინც ოპოზიციონერ დეპუტატებს დააბრალა. ოსურ მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისევ რეგლამენტის საკთხი წამოსწიეს, რაც განხეთქილების თემად იქცა.

„პარლამენტში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. დეპუტატების ნაწილმა დასვა საკითხი, თუ რომელი რეგლამენტის მიხედვით მიდიოდა საკითხის განხილვა. პარლამენტი  მუშაობს კონსტიტუციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შესახებ კანონი არ არსებობს, ერთი კვირის განმავლობაში კანონპროექტი მზად იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზადდება პარლამენტის კანონი პარლამენტის შესახებ და ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მივიღოთ რეგლამენტი, როგორც შიდა დოკუმენტი ”, - თქვა ტადტაევმა.

დე ფაქტო პარლამენტმა,  დაახლოებით, ერთი თვის წინ ბიუჯეტი რეგლამენტის დარღვევით მიიღო, როცა, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, მმართველი პარტიის წევრებმა სხდომა ჩაატარეს და ბიუჯეტს კენჭი უყარეს. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2004 წელს მიღებული პარლამენტის რეგლამენტი პრესაში თავის დროზე  არ იყო გამოქვეყნებული და ის კანონიერად არ ითვლებოდა. თუმცა სავჩენკოს შემთხვევაში უმრავლესობა უკვე აღარ შეკრებილა. ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ სავჩენკოს კანდიდატურა ჩავარდნისგან სხდომის ჩაშლით იხსნეს.

„რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კომიტეტების სხდომაზე პრაქტიკულად ერთხმად  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაუჭირონ ახლად წარდგენილ ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურას. არც ერთმა კომისიამ მხარი არ დაუჭირა ამ კანდიდატურას, ამიტომ მე ვფიქრობ, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ დრო გაეწელათ,  მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, დაასრულა თავისი საქმიანობა,  იმიტომ რომ ის ზუსტად 5 წლის წინ აირჩიეს და დღეს ეს 5 წელი დასრულდა. დღეს ჯაგაევს უნდა შეედგინა ბრძანება, რომლითაც იგი უფლებამოსილებას გადასცემდა პირველ მოადგილეს, კანონის შესაბამისად. დღეიდან ჯაგაევი გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებულია, როგორც ყოფილი პროკურორი. მას უკვე შეხება აღარ უნდა ჰქონდეს უწყებასთან“,  - ამბობს დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში. 

ურუზმაგ ჯაგაევს მოადგილისთვის უფლებამოსილება არ გადაუბარებია. ის ე.წ. პარლამენტში მომდევნო  სესიის დანიშვნას ელოდება, თუმცა დე ფაქტო პარლამენტში როდის გაიმართება მომავალი სხდომა, არავინ იცის.

დე ფაქტო მმართველი პარტიის პროტესტმა ადგილობრივი ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც გააკვირვა. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კითხულობს, ვის უცხადებენ ბოიკოტს ბიბილოვის მომხრე დეპუტატები, როცა სავჩენკო თავად ბიბილოვმა წარადგინა. 

„ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რომ სესიაზე შეკრება კვორუმის გარეშეც შეუძლიათ. ამ გზით მიიღეს ბიუჯეტი და თავად „ედინაია ოსეტიამ“ გააკეთა ეს. მაშინ ახლა აგვიხსენით, რა ხდება, რატომ არ იკრიბებით და თქვენივე პრეზიდენტის შემოთავაზებულ კანდიდატურას რატომ არ ამტკიცებთ?“

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ბიბილოვს კრემლის ახალ კურატორთან ნორმალური ურთიერთობა არა აქვს. მისი აზრით, მოსკოვის ნებართვის გარეშე ცხინვალში თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნება და პარლამენტში ჩაშლილი სხდომაც რუსული სცენარი ჰგონია.

„2017 წლამდე სამხრეთ ოსეთში კაგებეს უფროსად მუშაობდა რუსეთიდან ჩამოსული ვიქტორ შარგაევი. ამჟამად ის დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ საზღვარგარეთის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის კულტურული კავშირების მიმართულებით. ფაქტობრივად, პუტინმა ის სამხრეთ ოსეთის კურატორად დანიშნა. შარგაევმა კი აქ მუშაობის პერიოდიდან ბევრი რამ იცის ბიბილოვზეც და ჯაგაევზეც, თან ბოლო წლებში მას ბიბილოვთან ურთიერთობა გაურთულდა და 2017 წელს ის პრეზიდენტმა მოხსნა. შარგაევი ცხინვალიდან მოსკოვში წავიდა და ახლა, ფაქტობრივად, ჩვენი კურატორია. შარგაევმა კარგად იცის ჯაგაევისა და ბიბილოვის კავშირები კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციასთან და მათი უეცარი გამდიდრების შესახებ, ამიტომ გენერალურ პროკურორად ისევ ჯაგაევის კაცის, სავჩენკოს მოყვანა და ამით მათივე კლანის გაძლიერება, როგორც ჩანს, კრემლში არ აწყობთ. ამიტომ შარგაევი ამოქმედდა და, როგორც ჩანს, პარლამენტში გათამაშებული ეს სცენაც ამიტომ დაიდგა. ახლა სურათი ასე გამოიყურება: აი, ბიბილოვმა კი წარადგინა, მაგრამ პარლამენტის დეპუტატები არიან ჩამოსული კაცის წინააღმდეგი. სინამდვილეში კი, კრემლში არიან წინააღმდეგი“, - გვეუბნება ინფორმირებული წყარო ცხინვალიდან. 

ვიტალი სავჩენკოს კანდიდატურა ახლა დე ფაქტო პარლამენტშია გაჭედილი. ჯერ არავინ იცის, სხდომა როდის ჩატარდება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატს, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს 6 თვის შემდეგ სხვა კანდიდატურა შესთავაზოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ურუზმაგ ჯაგაევი კიდევ 6 თვით დარჩეს თანამდებობაზე.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Мир

Где недорого отдохнуть в июле? Россиянам раскрыли все карты по турам за рубеж и по России




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

В Дубне сотрудники Росгвардии помогли утиному семейству перейти оживленную трассу



Game News

Real Commando Shooting 3D 6.0



Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



News Every Day

McDonald's Grimace showed Mets fans what happens when something goes right this season



Происшествия

Росгвардейцы обеспечили охрану общественного порядка в День поселка Вербилки



Москва

Российские флаги снова вывесили на матче Евро-2024 между Англией и Сербией



Metallica

В Fortnite прибудет группа Metallica и новый режим



Москва

Традиционные ценности: утопия отечественного электромобиля



WTA

Саснович победила на старте квалификации турнира WTA-500 в Берлине



Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG



Арцах

Совместное заявление участников круглого стола, приуроченного ко «Дню защиты прав безвинно осужденных»



Симферополь

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире



Москва

Иерей Александр Туховский: Очень нужна помощь!



Москва

Сергей Собянин. Главное за день



Москва

Иерей Александр Туховский: Очень нужна помощь!



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Стало известно, какие виды транспорта выпускаются в ОЭЗ "Технополис Москва"





Путин в России и мире
Москва

Путин совершит на неделе региональную поездку и возложит цветы 22 июня


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Элвис Пресли

Умер автор песен Элвиса Пресли Марк Джеймс



Москва

Каждый пятый россиянин тратит до 1 тыс. рублей на профессиональную литературу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net




<
>



Copyright © 29ru.net
Powered by Cotonti