კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსი 12 მოსწავლეს დაუდასტურდა
4 ოქტომბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი დაუდასტურდა 12 მოსწავლეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ნონა კობიაშვილმა განუცხადა. დირექტორის თქმით, ვირუსი დაუდასტურდათ მეშვიდე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, ძირითადად ერთი ოჯახის წევრებს: „დღეს ამ კლასის მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადებულან, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ახლა არ მიმდინარეობს. ზოგადად, სკოლა მუშაობას აგრძელებს. Читать дальше...