Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

Октябрь
2021

Новости за 08.10.2021

Radiotavisupleba.ge 

კორნელი კაკაჩია - "ჩვენი პოლარიზაცია არის პერსონიფიცირებული - ორი ადამიანია მისი სათავე"

"დღეს თუ ხვალ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება და ეს თვითონაც იციან, მაგრამ ქართველ ამომრჩეველს არ სურს ამის შემდეგ ხელახლა მივიღოთ პოლარიზების ის დონე, როგორიც ახლაა. ამომრჩეველს არ სურს, "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ, ხელახლა მივიღოთ ერთპარტიული სისტემა", - ამბობს კორნელი კაკაჩია.




Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ბათუმში ნგრევაზე: უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსთან დაკავშირებით მიზეზებზე არ საუბრობს. მანაც გაიმეორა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ნათქვამი, რომ ახლა 10-დან 15 ადამიანამდე ეძებენ. "ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება... არსებობს ბევრი ვერსია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს... პირველ რიგში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი: ნუ აქცევენ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი. ის ყველას მოუწოდებს, რომ ეს შემთხვევა არ გამოიყენონ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს. ამ დროისთვის საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიამ ზუგდიდელებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ზუგდიდში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ამომრჩეველი გაამხნევა და პარტიის რეგიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ სიტყვებით მიმართა: „გამაგრდით, ხალხო, მაგრად იყავით, ვიბრძვით თითოეული ხმისთვის, თითოეული მანდატისთვის, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს". მისი სიტყვებით, ბრძოლა იქნება ზუგდიდიდან, სანამ სიმართლე არ დამტკიცდება, სანამ „ქართული ოცნება” არ აღიარებს და მთელი საერთაშორისო საზოგადოება არ გაიგებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მან ზუგდიდელებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გომელაური: ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად საყრდენი კედლის გამოცლა განიხილება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, ახლა ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში 10-15 ადამიანია მოყოლილი. თუმცა შეიძლება ეს რიცხვი უფრო მეტი ან ნაკლები იყოს. დეტალებზე მან ბათუმში ისაუბრა. "რაც მოხდა, ყველამ ნახეთ, გააშუქეთ, მთელმა საქართველომ ნახა. მძიმე სიტუაციაა ნამდვილად... დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და გვესაუბრება ტელეფონით, თუმცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს საზღვრის გადალახვაში ეხმარებიან

პოლონეთის სასაზღვრო უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ეხმარებიან ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს პოლონეთთან დამაკავშირებელი საზღვრის გადალახვაში. დაბალი ხარისხის ვიდეოზე ჩანს რამდენიმე ფორმიანი ადამიანი, რომელთაგან ერთს ზურგზე აქვს რუსულენოვანი წარწერა „საზღვრის სამსახური“. ისინი გვერდით მოჰყვებიან ზურგჩანთიან, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილ ადამიანებს, მიჰყავთ ისინი გარკვეულ ადგილამდე და უჩვენებენ მიმართულებას. კადრში ჩანს ასევე გერმანული ნაგაზი, რომელიც ფორმიანი ადამიანების გარშემო დარბის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს. ბავშვმა იაშვილის სახელობის კლინიკა კვლევების ჩატარების შემდეგ დატოვა. "ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, მრავლობითი დაზიანებები აქვს ზედაპირული, ასევე ფეხის წვივი აქვს მოტეხილი", - უთხრა პაციენტის მიღების დროს რადიო თავისუფლებას კლინიკის მთავარმა ექიმმა თამარ ბახტაძემ. ერთი წლისა და სამი თვის ბავშვი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მანქანაში იმ დროს იყო, როცა ამ ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბათუმში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცესკო ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები. ამის მაგალითად ცესკოს მოჰყავს ის, რომ „ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა“. ცესკო მოუწოდებს საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ქვახვრელთან მტკვარმა უცნობი კაცის ცხედარი გამორიყა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მტკვარმა უცნობი კაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის კაცის გვამი მდინარემ ქვახვრელი-უფლისციხის მუზეუმის დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ გამორიყა. ადგილობრივებს იგი არ ეცნოთ. გარდაცვლილის ცხედარი პოლიციამ პროზექტურაში გადაასვენა.

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობა დაატოვებინა ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები. შენობა დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც. შეხლა-შემოხლისას შენობის დერეფანში ავეჯი დაიმტვრა. „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ და „დროას“ წარმომადგენლები ეკა ხერხეულიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვდნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის კაბინეტში შესვლას. ოპოზიცია მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. საოლქო კომისიის შენობაში დაპირისპირებამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მძლავრი აფეთქება მოხდა ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე შიიტურ მეჩეთში

შაბათს აფეთქება მოხდა ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე შიიტურ მეჩეთთან, სადაც პარასკევის ტრადიცული ლოცვა აღევლინებოდა. ყუნდუზის პროვინციაში მომხდარი აფეთქება დაადასტურა თალიბანის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქარი საიდ ხოსტიმ, რომელსაც სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში ავღანეთში მეჩეთზე თავდასხმისა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ქაბულში მდებარე იდგახის მეჩეთის ახლობლად 3 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად. თალიბების მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბათუმში მიემგზავრება

საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის გამო ბათუმში გაემგზავრა საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბათუმში გამგზავრებას გეგმავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამის შესახებ მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ღარიბაშვილის თანახმად, „ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაწონასწორებულია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანის ახალი მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად თვლის ურთიერთობების განვითარებას მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, ჩრდილოელ მეზობლებთან. ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი ტელეარხ „როსია 24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ირანს არ შეუძლია რომელიმე მხარესთან ერთად მეორის საპირისპიროდ მოქმედება. „აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი კარგი მეზობლები არიან და არ შეგვიძლია ერთ-ერთ მათგანთან თანამშრომლობა და მეორის საპირისპიროდ მოქმედება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა გაწონასწორებულია"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერებს აკავებენ

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს აკავებენ. მათ შორის იყო ზვიად კუპრავა. მას და მასთან ერთად რუსთავში ჩასულ ადამიანებს ციხის კედლებზე წარწერების გაკეთება - "თავისუფლება მიშას" - სურდათ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი. პოლიციამ კუპრავა იმ მიზეზით დააკავა, რომ მას არ შეეძლო წარწერების გაკეთება, რადგან ადმინისტრაციული კოდექსით აკრძალულია შენობებზე წარწერების გაკეთება. "მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად ჩამოვედით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში ჩამონგრეულ სადარბაზოში 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა - მერის მოვალეობის შემსრულებელი

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ინფორმაცია მედიას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ მიაწოდა, მისივე თქმით, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო, ბოლო პერიოდში ისეთ სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ნებართვას მოითხოვს, არ გაუციათ. ჯერ დაუზუსტებელია, სულ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოყვანილია მხოლოდ 1,3 წლის ბავშვი. ნანგრევებიდან ისმოდა ერთი პირის ხმა. ბათუმში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერად რუსლან სტეფანჩუკი აირჩიეს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ 8 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩია. 261-მა პარლამენტარმა უმაღლესი რადის სპიკერის პოსტზე მხარი დაუჭირა მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მიერ დასახელებულ რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა დმიტრო რაზუმკოვი. წინა დღით უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დმიტრო რაზუმკოვი, თავის დროზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკოსი, რომელსაც ბოლო დროს კონფლიქტი ჰქონდა მმართველ პარტია „ხალხის მსახურთან“. ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს ბრალს სდებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ნანგრევებში არის 5-ზე მეტი ადამიანი, მათგან 3 ბავშვი" - რას ჰყვება თვითმხილველი

რადიო თავისუფლება ესაუბრა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის თვითმხილველებს. მათგან ერთი, რომლის კორპუსის კედელიც ჩამოგრეულ სახლს ესაზღვრება, ამბობს, რომ დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია გვითხრას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. ჩვენი წყაროს ცნობით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე - სხვა ოჯახის. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა. კადრებში, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან ვიღებთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: სააკაშვილს საკანში ტელევიზორი და თბილი ლეიბი შეუტანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი და თბილი ლეიბი შეუტანეს. ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიაწოდა და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბასილაიას თქმით, მათი ეს მოთხოვნა მას შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც მედიამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მანვე თქვა, რომ დაკმაყოფილდა ოჯახის წევრების მოთხოვნა და ორშაბათს მასთან პაემანზე შვილები და დედა შევლენ. ადვოკატი კვლავ აღნიშნავს, რომ სააკაშვილს კანონის დარღვევით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის მამა შვილს მიმართავს, შიმშილობა შეწყვიტოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს ფეისბუკით მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ნიკოლოზ სააკაშვილი წერს, რომ ამ ეტაპზე სოციალური ქსელის გარდა, შვილთან კომუნიკაციის სხვა საშუალება არ აქვს: „იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა!!!! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთსა და ევროკავშირს შორს განხეთქილება იზრდება პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

იზრდება განხეთქილება პოლონეთსა და ევროპის კავშირს შორის და ევროპის კავშირის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ პოლონეთის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც დაადგინა, რომ ევროპის კავშირის სამართალი არ დგას პოლონეთის ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა ზოგიერთ სამართლებრივ საკითხში. „ევროპის კავშირის ერთ-ერთი სვეტია ევროკავშირის სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა 8 ოქტომბერს ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ „ევროკაშირთან დადებული შეთანხმების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახაბერ ქემოკლიძე: ჩვენი ამოცანაა, „ოცნებას“ და „ენმ“-ს ურთიერთთანამშრომლობის ნება ვაპოვნინოთ

პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეთავაზებული ინიციატივის კომენტირებისას ამბობს, რომ შეთავაზების უკან 2 ძირითადი მიზანია: პოლარიზაციის დასრულება და პოლიტიკის მართვის კულისებიდან გამოყვანა, "გათეთრება" და ღია, საჯარო სივრცეში გადატანა. „აუცილებელია, რომ ეს ერთმანეთის, ერთის მხრივ, მკვებავი, ხოლო, მეორეს მხრივ, შინაარსობრივად დაპირისპირებული ძალა გვერდიგვერდ დავსხათ და, გარკვეულწილად, რაღაცა ტიპის კონსენსუსი ვნახოთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გამოყვანილი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი წლისა და სამი თვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკის მთავარმა ექიმმა თამარ ბახტაძემ მიაწოდა. "ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, მრავლობითი დაზიანებები აქვს ზედაპირული, ასევე ფეხის წვივი აქვს მოტეხილი, დანარჩენი კვლევა-მონიტორინგში დადგინდება", - ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი. ერთი წლისა და სამი თვის ბავშვი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მანქანაში იმ დროს იყო, როცა ამ ქუჩაზე მდებარე 7-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფილიპინელ და რუს ჟურნალისტებს მიანიჭეს

2021 წლის მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭათ რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“. ნობელის კომიტეტის განცხადებით, რომელიც გასცემს ჯილდოებს, „ქალბატონი რესა და ბატონი მურატოვი მიიღებენ ნობელის პრემიას აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის მამაცი ბრძოლისთვის ფილიპინებსა და რუსეთში“. „ამავე დროს, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ ამ იდეალს მსოფლიოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ე.წ. ტვინდემიისთვისაც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის „ტვინდემიისთვისაც“, ანუ ვითარებისთვის, როცა COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსთან ერთად გავრცელებას იწყებს სხვადასხვა სეზონური ვირუსი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, როცა ექსპერტები საუბრობენ ე.წ. ტვინდემიაზე, ეს ნიშნავს არა კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებას, სადაც ერთი ვირუსი არის კოვიდი, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი. „ამის მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა შარშან მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკროსოფტი: რუსეთია პასუხისმგებელი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოწყობილი კიბერთავდასხმების უმეტესობისთვის

მაიკროსოფტი თავის ანგარიშში აცხადებს, რომ შარშან რუსეთზე მოდიოდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბერთავდასხმების უმეტესობა, რომლებიც მან აღმოაჩინა და რომლებიც უპირატესად აშშ-ის სამთავრობო უწყებებისა და ანალიტიკური ცენტრების წინააღმდეგ იყო მიმართული. 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ამერიკული კომპანია ასევე წერს ე.წ. გამომძალველი პროგრამებით თავდასხმების მზარდ საფრთხეზე და თვლის, რომ აშშ, აშკარად, მათი ყველაზე უფრო ხშირი სამიზნეა. მაიკროსოფტის „დიგიტალური თავდაცვის“ შესახებ ანგარიშს, სფეროს ექსპერტების გარდა... Читать дальше...



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



123ru.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 123ru.net — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 123ru.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 123ru.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе


123ru.net — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 123ru.net.

Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.



123ru.net — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.

Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.







Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Филипп Киркоров

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»



Москва

Русскоязычная молодежь в Прибалтике не хочет учиться в России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net