გიორგი მოსიძე “ქართული ოცნების” სახე გახდა
ინტელექტუალური ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სამგორის რაიონის მე-11 ოლქში. მოსიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 15 აგვისტოს წარადგინა.