თურქეთში აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია მარდინში, საავადმყოფოს შენობასთან აფეთქება მოხდა.როგორ ადგილობრივი მედია იუწყება, ტერორისტების სამიზნე საავადმყოფოსთან მდგარი პოლიციის ავტომობილი იყო. არსებული მონაცემებით, დაჭრილია სულ მცირე 50 მოქალაქე. პოლიცია ტერორისტების ძებნის ოპერაციას ახორციელებს. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.