ავარია თემქაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე, მე-3 მიკრო რაიონში მდებარე ეკლესიასთან მოხდა. ერთმანეთს “BMW”-ს მარკის ავტომობილი და ჯიპი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ორივე ავტომობილი. მსუბუქად დაშავდნენ მგზავრები, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.