საქართველოში რაგბის ტელევიზია იწყებს მაუწყებლობას
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „რაგბი ტვ“-ს მოთხოვნა და კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა. კომპანია კერძო სპეციალიზებული (სპორტული) ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს. „რაგბი ტვ“ დღე-ღამეში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 14 საათი იმაუწყებლებს. გავრცელების ტექნოლოგია საკაბელო ქსელის და ინტერნეტ ტექნოლოგია ექნება. კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.