თბილისი აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამის დამტკიცებას
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადების თანახმად, პროგრამა ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას. „რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“... Читать дальше...