შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიის პროვინცია ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად
სულ მცირე ხუთი კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად თურქეთის საზღვართან მდებარე ალეპოს პროვინციის იმ არეალში, სადაც ძლიერია თურქეთის გავლენა.
სააგენტო „როიტერსის“ თავდაპირველად, თავდაპირველად გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალ ბაბში. იქ დაიღუპა ხუთი კაცი. რამდენიმე საათის შემდეგ, ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 17 დაიჭრა ქალაქ აფრინში, მანქანის აფეთქების შედეგად.
სხვა დეტალები უცნობია
ქურთებით დასახლებულ ამ არეალს 2018 წლიდან თურქეთის არმია და მისი სირიელი მოკავშირეები აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც ბრძოლებით უკუაგდეს ქურთების განმათავისუფლებელი არმიის (YPG) შეიარაღებული დაჯგუფებები.