14 კაცი დაიღუპა და 50 დაიჭრა ავღანეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად
სულ ცოტა 14 კაცი დაიღუპა და 45 დაიჭრა ავღანეთის ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინცია ბამიანის, ამავე სახელწოდების ქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში იქნა მოყვანილი ბამიანის ხალხმრავალ, მთავარ ბაზარში.
დაღუპულთა შორის არის 12 სამოქალაქო პირი და ასევე საპატრულო პოლციის ორი თანამშრომელი. დაჭრილები ძირითად მახლობლად მდებარე რესტორნებისა და მაღაზიების თანამშრომლები არიან.
მოხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.