ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა
![](http://rustavi2.com/news_photos/41175_cover_b.jpg)
51 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად. ბაბილის პროვინციაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. განადგურებულია საკონტროლო პუნქტი და 30-მდე ავტომობილი.
რეგიონში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ერაყის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს საიდან მოდიოდა ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო ჩამონტაჟებული.