ქალისა და კაცის ერთობა კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული - ინიციატივას პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმიანებიან
მთავრობის ხელმძღვანელის მიერ გახმაურებულ ინიციატივას, რომ ქორწინება - ქალისა და კაცის ერთობის სახით, კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული - პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმიანებიან.
სიახლეს ქართულ ოცნებაში მხარს უჭერენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან - პრემიერის განმარტებით, ეხება არა საკითხის შინაარს, არამედ მისი განხორციელების გზებს.
კონკრეტულად რა იგულისხმება ტაქტიკურ სხვაობაში, თავად რესპუბლიკელები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ კონსტიტუცია ამ საკითხს ისედაც არეგულირებს და მასში დამატებითი ჩარევა მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება.
კონსტიტუციონალისტის, დავით ზედელაშვილის შეფასებით, ცვლილება უსარგებლო იქნება და ამით მოხდება კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტება.
„ერთადერთ ახსნას ამ შემთხვევაში ვხედავ, მხოლოდ პოლიტიკურ ახსნას,“ - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.