"იუსტიციის მინისტრის არაადეკვატური განცხადებებიდან ჩანს, რომ მას პასუხები არ აქვს" - გიორგი პაპუაშვილი
![](http://rustavi2.com/news_photos/41166_cover_b.jpg)
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღის ბოლოს რუსთავი 2-ის შაბათის ეთერში ფარულ მასალებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა.
როგორც გიორგი პაპუაშვილი განმარტავს, ვიდეომასალები, რომლის გასაჯაროებითაც მას ემუქრებიან, ინტიმური ცხოვრების კადრებს არ შეიცავს, ხოლო ფოტო-მასალის შინაარსის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
პაპუაშვილმა თეა წულუკიანი მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის არაადეკვატური განცხადებებიდან ჩანს, რომ მას პასუხები არ აქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაისვა. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, როდესაც ის ითხოვდა რამდენიმე დღის წინ მის გამოქვეყნებას, რომ განმტკიცებულიყო ჩემს მიმართ, როგორც ამორალური პიროვნების მიმართ, დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოები ამ საკითხს შეისწავლიან, არ დატოვებენ უყურადღებოდ და შემდეგ გამჟღავნდება სიმართლე,“ - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.