აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - შეთანხმება იაპონურ მხარესთან გაფორმებულია
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტთან დაკავშირებით სამთავრობო შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და იაპონიას შორის.
საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაპონიის მხარეს კი იაპონიის ელჩი წარმოადგენდა.
შეთანხმება ითვალისწინებს პრეოქტისთვის დაახლოებით 38 ნახევარი მილიონი დოლარის გამოყოფას.
პარალელურად, ამავე პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელმა გააფორმეს სასესხო ხელშეკრულებაც.