ვიზალიბერალიზაცია - ვროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს დღეებში წარუდგენს
ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს დღეებში წარუდგენს.
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ, აუცილებელია რეგულაციაში შესაბამისი ცვლილება.
მანამდე კი, ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება უნდა განიხილონ და მას მხარი უნდა დაუჭირონ.