დეპუტატებმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილეს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები განიხილეს დეპუტატებმა დღის ბოლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ცვლილების რამდენიმე პუნქტი მათთვის მიუღებელია.
მათ შორის არის სიახლეც, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამჟამად მოქმედი დაუყოვნებელი აღსრულების ნაცვლად, მხოლოდ მისი ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შესვლას ითვალისწინებს.