Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

Ноябрь
2023

Новости за 14.11.2023

Radiotavisupleba.ge 

აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს უწესებენ „ჰამასს“

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მესამე რაუნდის შესახებ გამოაცხადეს. პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფებას სანქციები დაუწესდა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნეა „ჰამასის“ საკვანძო მნიშვნელობის პირები და მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ირანი დახმარებას უწევს „ჰამასს“ და ღაზის სექტორში მოქმედ კიდევ ერთ ექსტრემისტულ ორგანიზაციას, „ისლამურ ჯიჰადს“. სანქციები ეხება „ჰამასის“ ოთხ მაღალი რანგის ლიდერს... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ღაზის სექტორის ჩრდილოეთი მოსახლეობისგან იცლება, სამხრეთში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი

უკანასკნელ დღეებში 200 ათასამდე პალესტინელმა დატოვა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სექტორის სამხრეთში, განაცხადა 14 ნოემბერს გაერომ. ამასობაში ისრაელის თავდაცვის არმია განაგრძობს პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას ღაზაში მდებარე საავადმყოფოების გარშემო, რომლებიც ელექტრომომარაგებისა და სხვა რესურსების დეფიციტს განიცდის. გაეროს თანახმად, ამჟამად მხოლოდ ერთ საავადმყოფოს შესწევს უნარი, მიიღოს პაციენტები. ისრაელმა სამოქალაქო პირებს მოუწოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი ანაკლიის პორტის აშენებაზე: საჭიროა, ზუსტად იცოდე ვისთან თანამშრომლობ

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს თავის პირველ ინტერვიუში. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, საჭიროა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას. "ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე: სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე

ელჩი რობინ დანიგანი თავის პირველ ინტერვიუში განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ჟურნალისტს ასევე უთხრა, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

სამშაბათს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საჰაერო განგაში. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბსაცავებს მიაშურონ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს სარაკეტო დარტყმების საშიშროება. ამ განცხადებამდე, ასევე სამშაბათს, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა დამატებითი ზომები შემოიღოს რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების ფუნქციონირების შესაზღუდად, მათ შორის ზოგიერთის დახურვის ჩათვლით. ეს გამოწვეულია ბოლო დღეებში შემთხვევების მკვეთრი მატებით, როდესაც მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ. ჰელსინკიში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის შემთხვევითობა. ამ დღეებში ფინეთის ხელისუფლებამ უკვე შემოიღო დამატებითი შემზღუდველი ღონისძიება - აკრძალა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა ველოსიპედით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპერის თანამშრომლების გაფიცვა მე-12 დღეა გრძელდება

უკვე 12 დღე გავიდა, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცულია.​ თანამშრომლები კვლავ ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ზუსტად ახლა, როცა თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია და შენობის წინაა შეკრებილი, თეატრში  ლუდვიგ მინკუსის ბალეტის "ბაიადერას" პრემიერა იმართება.  თანამშრომლებმა გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავიდა მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღე. თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას რამდენიმე საათის შემდეგ განცხადებით უპასუხა ოპერისა და ბალეტის თეატრმა. თეატრი მზად არის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„არა თხოვდები“? - მარტოხელა ეთეროები ჩვენ მეზობლად

ჩემი ქვეყანა „შინაბერას” მეძახის. 30 წლის რომ გავხდი, „გასათხოვარი“ - „გაუთხოვრად“ ვიქეცი. არც ერთი ეს სიტყვა არ მომწონს - მე, უბრალოდ, გადავწყვიტე, მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხი ფიქრობს, რომ „რაღაც მჭირს“. ხანდახან ვფიქრობ, მართლა ასე ხომ არ არის? მაგრამ აქ კიდევ რა უჭირს, დიდი ქალაქია, გადავწევ ფარდას და აღარაფერი მანაღვლებს. სოფელში, წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ფარდას ტელეფონის კამერა მივუშვირე - გადასაღებად. „არა, რა, არც ეგ გადაიღო. მაგ ყვავილებიანი ფარდით შეიძლება მიცნონ და არა მაქვს მეზობლების თავი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანია უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს

გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს, ხუთ დაჯავშნილ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას და ორ სასწავლო ტანკს. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება გამოცემა Der Spiegel-ი. შეკვეთის საერთო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა. ის მოიცავს არა მხოლოდ მიწოდების პაკეტს, არამედ წვრთნის, ლოგისტიკის, სათადარიგო ნაწილების, ადგილზე ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების ღირებულებას. მიწოდების პაკეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაკვეთით. ბუნდესვერმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა

კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მოხალისის დატყვევების შესახებ. რუსული მედიის ცნობით, ტყვედ არიან აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისედ მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე. რუსული მედია, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დაქირავებულებს უწოდებს, ავრცელებს მათი დაკითხვის ვიდეოსაც. ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანგარიში: ნაღმები არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის - უკრაინაში

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება კვლავაც დიდ მსხვერპლს იწვევს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია. ამ ნაღმებს ხშირად ზიანი მოაქვს კონფლიქტის დასრულების შემდეგაც. ამის შესახებ ლაპარაკია ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციათა ჯგუფის ანგარიშში. ანგარიში Landmine Monitor 2023 14 ნოემბერს გამოაქვეყნა ჟენევაში International Campaign to Ban Landmines-მა - არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურმა კოალიციამ, რომელსაც Human Rights Watch-ი (HRW) თავმჯდომარეობს. ანგარიშში ნათქვამია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლისას დაიჭრა მშობელი - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 14 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის  117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დაჭრილის მდგომარეობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექსპერტების თქმით, მსოფლიო კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან 41-ში ჩამორჩება

მსოფლიო 41-ში ჩამორჩება კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან, რომლებიც საჭიროა გლობალური დათბობის შენელებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში State of Climate Action 2023. იმისათვის, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა შევინარჩუნოთ 1,5°C-ის ფარგლებში, რომელსაც მეცნიერები კრიტიკულად მიიჩნევენ, აუცილებელია 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირება. 2021 წელს თითქმის ორასმა სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, რომ ამას გააკეთებს. ორი წლის შემდეგ, ქვეყნებმა მიაღწიეს საჭირო ტემპს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა მინსკში ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ-ს) მომდევნო სამიტში, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. ფაშინიანმა სამიტზე ჩაუსვლელობის შესახებ განაცხადა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან სატელეფონო საუბარში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა "იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები გაგებით შეხვდებიან მის ამ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეპუტატი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს, მან შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს პარლამენტის პრესსამსახური. სერგეენკოს მიმართვას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს და ამავე დღეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტმა ერთხელ უკვე უყარა კენჭი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. საბურთალოს მაჟორიტარისთვის, დავით სერგეენკოსთვის, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა დაამტკიცა ცვლილებები პრეზიდენტის არჩევნების კანონში, რითაც კიდევ უფრო იზღუდება მედიის მუშაობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების კანონში, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა ფედერალურ კანონთან "მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ".  დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, განმარტავს საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცედურას. კერძოდ, ცესკომ შესაძლოა არჩევნები გადადოს, თუ მისი მომზადება და ჩატარება რუსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს. საომარი მდგომარეობა ამჟამად გამოცხადებულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრაზე ნათია სულავამ ჭოუ ციენთან განიხილა სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების გასამართლებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ელჩს განუმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხი, როცა ამბობს, რომ გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეიწყალეს და საომრად უკრაინაში გაგზავნეს

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „ბაზა“ იუწყება. არხის თანახმად, ხაჯიკურბანოვი უკრაინაში, ომში, 2022 წლის ბოლოდანაა. მან სამხედრო სამსახური დაიწყო, როგორც დაზვერვის ათეულის მეთაურმა. „იგი არაერთხელ გადავიდა მტრის ზურგში და ასრულებდა მზვერავებისათვის სპეციფიკურ დავალებებს", - წერს „ბაზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელისო ბოლქვაძე: ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და კონცერტები იმართება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე მმართველი პარტიის წევრებს ადანაშაულებდა იმაში, რომ შეგნებულად აფერხებენ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვას, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტში როიალის საჭიროებაზე. პიანისტი პარლამენტარი ამ საკითხს მას შემდეგ შეეხო, რაც რომან გოცირიძემ თქვა, რომ ელისო ბოლქვაძე უკვე სამი წელია ითხოვს პარლამენტში როიალის დადგმას და ესეც კი ვერ უზრუნველყო "ქართულმა ოცნებამ."  „ძალიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში პოლიტიკური მიზეზებით სულ მცირე 35 ექიმი გაასამართლეს - „ვიასნა“

2020 წელს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში პოლიტიკური მოტივებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სულ მცირე 35 ექიმი გასამართლდა. მათგან თხუთმეტი პატიმრობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვიასნა" ავრცელებს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ათობით ექიმს შეეხო დაკავება, სასამართლოები და ადმინისტრაციული პატიმრობა ბელარუსის  წინასწარი დაკავების ცენტრებში, "არაადამიანურ პირობებში". ბევრი მათგანი სწორედ სამუშაო ადგილზე დააკავეს და გაასამართლეს "წვრილმანი ხულიგნობის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენმა და ერმაკმა განიხილეს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკს. 13 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენმა და ერმაკმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, მათ შორის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მიწოდების და რაკეტებისა და დრონების შეტევისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჯორჯიან ეარვეისმა" შესაძლოა დაიწყოს მაჰაჩყალა-თბილისის რეისის შესრულება

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, სავარაუდოდ, გეგმავს რეისებს თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, მაჰაჩყალის აეროპორტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეისები შესრულდება 23 ნოემბრიდან 30 მარტის ჩათვლით, კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. მაჰაჩყალიდან გაფრენის დროდ მითითებულია 07:45 საათი. ამჟამად „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ასრულებს. რადიო თავისუფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად გაიარონ რეგისტრაცია გაფრენის წინ - ინფორმაციას აეროპორტების მმართველი კომპანია, "ტავ ჯორჯია" ავრცელებს. პირველ ეტაპზე თბილისის აეროპორტში ორი თვითრეგისტრაციის აპარატი ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა ჯერ მხოლოდ ორი ავიაკომპანიის (პოლონეთის და ყატარის ავიახაზებს) მგზავრებს შეეძლებათ; ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, უკვე საქართველოშია. ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა. "ვოსორიდიტის" მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი სავარაუდოდ 15 ნოემბერსვე გაიკეთებს ინექციას, ორი კი მომდევნო კვირებში ჩაერთვება მკურნალობის პროცესში. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ამ მედიკამენტით... Читать дальше...



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



123ru.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 123ru.net — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 123ru.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 123ru.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе


123ru.net — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 123ru.net.

Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.



123ru.net — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.

Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.







Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

Свет "Солнцепёка" в конце латышского тоннеля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net