ნეთანიაჰუ უარყოფს მზარდ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 ნოემბერს უპასუხა მზარდ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და განაცხადა, რომ ისრაელის ომი ღაზის მმართველი "ჰამასის" გასანადგურებლად "მთელი ძალით" გაგრძელდება. "ჰამასს" ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ღაზაში ექსტრემისტების მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი, თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში. მისი თქმით, ომის შემდეგ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ისრაელი იქ შეინარჩუნებს კონტროლს უსაფრთხოებაზე.