თბილისი გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და დოთიაშვილის გადმოცემას მოითხოვს
ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამართული საგანგებო შეხვედრა დასრულდა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა. როგორც შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, დოთიაშვილი არის „ოქროს მოწმე. „დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. Читать дальше...