Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

Октябрь
2023

Новости за 15.10.2023

Radiotavisupleba.ge 

ირანში საკუთარ სახლში დანით მოკლული ნახეს ცნობილი კინორეჟისორი და მისი ცოლი

ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი მეუღლე დანით მოკლული ნახეს მათ სახლში, იტყობინება ირანის მედია 15 ოქტომბერს. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA მოჰყავს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, ჰოსეინ ფაზელის ნათქვამი, რომ მეჰრჯუი და მისი მეუღლე, ვაჰიდე მოჰამადიფარი კისერზე დანით მიყენებული ჭრილობებით მოკლული აღმოაჩინეს. ფაზელის თქმით, რეჟისორის ქალიშვილმა, მონა მეჰრჯუიმ, ცხედრები იპოვა, როდესაც 14 ოქტომბრის ღამეს მშობლების სანახავად მივიდა მათთან, სახლში, რომელიც თეირანის დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია უმრავლესობისთვის საკმარის ხმებს ვერ აგროვებს - ეგზიტპოლების შედეგები

პოლონეთში 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების თანახმად, მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც მმართველმა პარტია, „სამართალი და სამართლიანობამ“ უდგას სათავეში, ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა, მაგრამ მთავრობის შექმნისთვის საკმარისი მომხრე არ ეყოლება. ქვეყნის ახლანდელმა პრემიერმა, ტადეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მოგვცემს ამის შესაძლებლობას, სტაბილურ მთარობის შექმნას შევეცდებითო. ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა, დონალდ ტუსკმა კი თქვა, რომ ოპოზიციურ ძალებს საკმარისი ხმები აქვთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ მთავრობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს სააგენტო: ღაზა განიცდის „უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას“

ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმებმა გამოიწვია „უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ პალესტინელთა ტერიტორიაზე, განაცხადა 15 ოქტომბერს გაეროს უწყებამ, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას. „ბოლო რვა დღეში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი არ შეუტანიათ, არცერთი მარცვალი ხორბალი და აარცერთი ლიტრი საწვავი,“ განუცხადა ჟურნალისტებს ფილიპე ლაზარინიმ, სააგენტოს გენერალურმა უკომისარმა. UNRWA - ახლო აღმოსავლეთში გაეროს სააგენტოა, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს უწევს მხარდაჭერას და ორგანიზაციას უკეთებს ამასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი არ არის დაინტერესებული ლიბანთან ომით

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის დაინტერესებული თავის ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან ომით. ეს გალანტმა განაცხადა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე. „ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩრდილოეთში ომით, ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია“ - თქვა მან ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მისმა ოფისმა გამოაქვეყნა სამხრეთში მინისტრის მიერ ჯარების მონახულების დროს. „თუ „ჰეზბოლა“ ომის გზას აირჩევს, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება...მაგრამ თუ თავს შეიკავებს, ჩვენ ვითარებას პატივს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ბავშვი ცოლი არ არის“ - მდუმარე აქცია აითაჯისა და სხვა გოგოებისთვის

„ბავშვი ცოლი არ არის“ – ამ გზავნილით მდუმარე აქცია გაიმართა პარლამენტის წინ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რამდენიმე დღის წინ, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის კაცმა მოკლა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვან გოგოს ქორწინების იძულების მიზნით, 27 წლის კაცმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მას თვეების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება. 14 წლის აითაჯი მაშინ მოკლა 27 წლის კაცმა, როდესაც ის მისგან გაქცევას ცდილობდა. მდუმარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან თოჯინები, სანთლები და ყვავილები მიიტანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში დაამარცხა კვიპროსის ნაკრები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე თამაში მოიგო და ისევ კვიპროსთან. გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მეტოქეს უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიდი ანგარიშით სძლია - 4:0. გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ. ექვსი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. აუტსაიდერი კვიპროსია, რომელსაც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ერთი ქულაც არ აუღიათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, ღაზის სექტორის სამხრეთს წყლის მიწოდება აღუდგა

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. ისრაელმა მიმართა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილის მოსახლეობას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მრჩეველი ეროვნული უშიშროების სფეროში არ გამორიცხავს ირანის ჩარევას ისრაელის და ღაზის ომში

აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანის ჩარევას ისრაელის და ღაზის ომში.  „უნდა მოვემზადოთ ყველა გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის,“ თქვა მან ინტერვიუში. ისრაელმა ომი გამოუცხადა ღაზის სექტორს და „ჰამასს“ მას მერე, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, რასაც 1300 ადამიანი ემსხვერპლა. მას მერე ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორს „ჰამასის“ განადგურების მიზნით. ისრაელის ოპერაციას 2300-ზე მეტი პირი შეეწირა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდის უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები სტეფანაკერტს. ალიევის ვიზიტი რეგიონში შედგა 15 ოქტომბერს. ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად სექტემბერში. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორ ათწლეულის მანძილზე. სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა, უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში, მკვიდრი უმრავლესობის სამათწლეულიანი მმართველობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ალექსანდრ სოკუროვის ფილმის ჩვენება საერთაშორისო კინოფესტივალზე

კინორეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ფილმს - „ზღაპარი“ აღარ აჩვენებენ КАРО.Арт-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ოქტომბერში იმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ის რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა. ამის შესახებ თვითონ რეჟისორი იტყობინება ტელეგრამ-არხით. მისი თქმით, მოელის, რომ „ზღაპარს“ არ მისცემენ გაქირავების საბუთს და მის ადრინდელ ნამუშევრებზე დააწესებენ უსიტყვო აკრძალვას. სოკუროვი ამბობს, რომ არ იცის, რატომ მოიხსნა მისი ფილმი ფესტივალზე ჩვენებიდან. „ზღაპრის“ პრემიერა შედგა წელს აგვისტოში, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი მოწოდებას ავრცელებს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და ტყვეთა გათავისუფლების შესახებ

რომის პაპი ფრანცისკე მოწოდებას ავრცელებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შესახებ. ეს მიმართვა მან წმინდა პეტრეს მოედანზე, 15 ოქტომბერს გაავრცელა: „ვფიქრობ იმ უამრავ ადამიანზე, ვინც ახლა იტანჯება, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ ტყვეები. ამასთანავე, გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში და შექმნათ ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივების დასახმარებლად და მხარდასაჭერად“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ მაისში უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, არჩილ ბასანიძის გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. როგორც Time of Israel იტყობინება, კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას: „ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს“, - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. ამასთანავე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ავღანეთის ჰერათის პროვინციაში

6,3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ავღანეთის დასავლეთის ჰერათის პროვინციაში, სადაც გასული კვირის მიწისძვრას 2500 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის მიწისძვრის სამეთვალყურეო სამსახურის თანახმად, 15 ოქტომბრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო პროვინციის დედაქალაქ ჰერათიდან 30 კილომეტრში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაღუპულია სულ მცირე, ერთი ადამიანი, დაშავდა 35 პირი. გასულ შაბათ-კვირას მომხდარი მიწისძვრის დროს, რომელსაც შემდგომ არაერთი მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა, მედიის ინფორმაციით, 2500 ადამიანი ემსხვერპლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხარკოვის ოლქზე საჰაერო თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

15 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონზე ავიაიერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - 57 წლის კაცი და 54 წლის ქალი. კიდევ ერთი ქალი დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფება. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, რუსეთის ძალებმა წუხელ დაბობმეს ხერსონიც, რის შედეგადაც 79 წლის კაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და კლინიკაშია გადაყვანილი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღაზის გადავსებულ საავადმყოფოებში ათასობით ადამიანი შეიძლება დაიხოცოს, საწვავის მარაგი იწურება, სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ახლოვდება

ღაზის დაჭრილებით გადავსებული საავადმყოფოების ექიმების თანახმად, ათასობით ადამიანი შეიძლება დაიხოცოს, რადგან საავადმყოფოებში , რომლებიც სავსეა დაჭრილებით და დაშავებულებით, იწურება საწვავის და სხვა ძირითადი მოხმარების პროდუქტის მარაგი. AP-ის ცნობით, ალყაშემორტყმულ ანკლავში პალესტინელები ცდილობენ მოიპოვონ სურსათი, წყალი და უსაფრთხო ადგილები ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციის წინ, რომელიც მოჰყვება ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მას მერე, რაც რადიკალურმა „ჰამასმა“ იერიში მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

16 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებს: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმია უარყოფს პალესტინელ დევნილთა კოლონაზე თავდასხმის ბრალდებას

ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრ-ადმირალი დანიელ ჰაგარი, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელის არმიამ თავდასხმა განახორციელა პალესტინელ დევნილთა კოლონაზე, რომელიც ისრაელის არმიის მოწოდების თანახმად, ჩრდილოეთი ღაზიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა. ინფორმაცია თავდასხმის თაობაზე შაბათს, 14 ოქტომბერს გაავრცელა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ჯანდაცვის სამინისტროსაც „ჰამასი“ აკონტროლებს). Times of Israel ჰაგარის კომენტარს ავრცელებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი აზუსტებს „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ტყვეთა რაოდენობას

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ განახლებული 15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ამ მომენტისთვის დაზუსტებითაა ცნობილი „ჰამასის“ მიერ გატაცებული 126 ადამიანის შესახებ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გაიტაცა და ღაზის სექტორში გადაიყვანა 150 ადამიანი. რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება. "ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთი ახალ პარლამენტს ირჩევს, ტარდება რეფერენდუმი მიგრანტების მიღების შესახებ

პოლონეთში 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. ხმის უფლების მქონე 29 მილიონმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ამ ქვეყანას მომავალ წლებში, კვლავ ნაციონალ-კონსერვატორები, თუ პროევროპული - მოქალაქეთა პლატფორმა მთავრობის ყოფილი მეთაურის, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით. ნაციონალ-კონსერვატიულმა პარტიამ, „სამართალი და მართლმსაჯულება“ (PiS), უკეთესი შედეგი აჩვენა წინასწარი გამოკითხვების დროს. პოლონეთში 15 ოქტომბერს ასევე იმართება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მოქალაქეთა დამოკიდებულება მიგრანტების საკითხის მიმართ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიბანიდან ნასროლ რაკეტას ისრაელში ერთი პირი ემსხვერპლა - ისრაელის არმია

ლიბანიდან ნასროლმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტამ 15 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე, საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებაში ერთი პირი მოკლა და რამდენიმე დააშავა, იტყობინება ისრაელის არმია. „ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და გაანადგურა „ჰეზბოლას“ პოზიციები და ცეცხლის წყარო“ - განაცხადა არმიის წარმომადგენელმა. ამავე ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს ასევე ისრაელის საბრძოლო პოზიციას. „მსხვერპლი არ არის. ისრაელის არმიამ ცეცხლით უპასუხა“ - თქვა არმიის წარმადგენელმა. რადიკალურმა ისლამისტურმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი დილის 10-დან 13 საათამდე ხსნის დერეფანს ღაზის მოსახლეობის ევაკუაციისთვის

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით 10 საათიდან 13 საათამდე. ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24 საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვა: „ჰამასი“ ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ჯონატან კონრიკუსმა 15 ოქტომბერს, ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას. მისი სიტყვებით, რადიკალური „ჰამასი“ არ აფასებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს და გადაინაცვლონ სამხრეთით. „ჰამასი“ მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ გაითვალისწინონ ისრაელის მოწოდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს ღაზის 100-ზე მეტ ობიექტზე

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს ღაზის სექტორში მათ იერიში მიიტანეს „ასზე მეტ სამხედრო ობიექტზე“, მათ შორის, „ჰამასის“ შტაბ-ბინებზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საჰაერო დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა რაიონი ხან-იუნისი, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის ინფორმაციით, შაბათს საღამოს მოკლეს „ჰამასის“ ადგილობრივი ქვედანაყოფის „ნუხბას“ ხელმძღვანელი, ბილალ ალ-კედრა. ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ის არის პასუხისმგებელი გასულ შაბათ-კვირას, ერთ-ერთ კიბუცში, ნირიმში განხორციელებულ სასტიკ მკვლელობებზე. Читать дальше...



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



123ru.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 123ru.net — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 123ru.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 123ru.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе


123ru.net — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 123ru.net.

Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.



123ru.net — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.

Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.







Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Элджей

Рэпер Элджей выступил на фестивале «Черника Fest Music» в Новосибирске



Москва

В лесах Подмосковья продолжается устранение последствий урагана «Эдгар»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net