ოფიციალური განმარტებით, მელიას შეუძლია ტელევიზორის ყიდვა პენიტენციურ დაწესებულების მაღაზიაში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მას ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. „ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. Читать дальше...