ზალკალიანი: მიშელი სხვადასხვა მხარესთან ერთად განიხილავს შიდაპოლიტიკურ ვითარებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ზალკალიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. „ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. Читать дальше...