“მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და თავი ჩამოიხრჩოო”
13 ნოემბერს, სადგურის მოედანზე მდებარე წიგნების ბაზრობაზე 45 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდარის დეტალებსა და მიზეზებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. “დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის. იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა. უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული. ხანძარი რომ იყო, […]