რა მოხდა უკრაინაში? – “რუსთავი2”-ის ოპერატორი თავდასხმას იხსენებს (ვიდეო)
უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ ბორანიდან, კომენტარი გააკეთა “რუსთავი2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. “სახლში ვიმყოფებოდი, შემოვარდა, დაახლოებით, 15 ადამიანი, ფისტოლეტი ჩამარტყეს სახეში, თვალები ამიხვიეს და ხელები სკოჩით შემიკრეს. ამის შემდეგ გამიყვანეს და მანქანის საბარგულში მომათავსეს. მცემდენენ. თავდაპირველად გადამიყვანეს, სავარაუდოდ, აეროპორტში, ვერაფერს ვერ ვხედავდი, რადგან თვალები ახვეული მქონდა. […]