პატრიოტთა ალიანსმა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე გიორგი ფოფხაძე წარადგინა
“პატრიოტთა ალიანსმა” სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საფნაგეთში მომუშავე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წარადგინა. “მადლობა პატრიოტთა ალიანსს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის… მე არ ვიქნები ერთი პარტიის კანდიდატი, მე ვიქნები საქართველოს მოქალაქეების კანდიდატი ყველასი ერთად, დავიცავ მათ უფლებებს ბოლომდე და საჯაროდ. ყველა მაღალ ინსტანციაში და ყველა დონეზე… მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”– აცხადებს ფოფხაძე.