ქაოტური განაშენიანების საკითხი უნდა მოწესრიგდეს – ირაკლი კობახიძე
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ წარმოდგენილი გეგმა ყველა იმ პუნქტს მოიცავს, რომელიც მნიშვნელოვანია დედაქალაქისათვის. “თბილისის მერობის კანდიდატმა წარმოადგინა თბილისის საარჩევნო პროგრამის ძირითადი გზავნილები, რომელიც 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ეს 7 მიმართულება კომპლექსურად ფარავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისათვის. ვიცით, რომ დღეს […]