ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმა
ლვოვის სასამართლომ, ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 3400 გრივნით დააჯარიმა, რომლის ექვივალენტიც 320 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, სააკაშვილს სასამართლო ხარჯების დაფარვაც დაეკისრა რაც 320 გრივნას შეადგენს, ხოლო ლარებში ის 30 ლარი და 20 თეთრია. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მიხეილ სააკაშვილი დარბაზში არ იმყოფებოდა.