“რუსთავი2”-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივიან (ვიდეო)
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლოში უჩივის. საკითხი ეხება 1-ლ სექტემბერს, 9 საათიან კურიერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო, რომ საარჩევნო შესყიდვებს ცესკო ტენდერის გარეშე ახორციელებს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.