“ნაციონალებს მოვუხაზავ ყოველთვის” – ქეთი დოლიძე (ვიდეო)
კინორეჟისორი ქეთი დოლიძის განცხადებით დაპირება იმის შესახებ რომ თითო სოფელს 5 მილიონი გადაეცემოდა შესრულდა და გაცილებით მეტი დაიხარჯა, ვიდრე დაპირებული იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერია”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალ არჩევნებშიც “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას და როგორც თავად აცხადებს, ამით ნაციონალებს “მოუხაზავს”. დოლიძე დარწმუნებულია რომ “ქართული ოცნება” დიდი უპორატესობით გაიმარჯვებს.