შსს სპორტსმენთა დაკავებას არ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. უწყების ცნობით ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.