თინა ხიდაშელი: ამაზე კარგი სამსახური მე არ მექნება
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა “2030”-ის კითხვებს უპასუხა და საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ თავდაცვის მინისტრად დარჩენას, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა, სიამოვნებით გააგრძელებს საქმიანობას. „მე არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ხუთი, ათი წლის, რამდენიმე თვის შემდეგ, მე არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები საჯარო პოლიტიკაში, […]