"ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების" - ნიკა მელია მერაბიშვილსი განცხადებას პასუხობს
ნაციონლური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მას თანხმობა არ აგნუცხადებია პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე. მელია აღნიშნავს, რომ მათ მისი თანამდებობიდან გადაყენება არც უცდიათ.
“ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის გამოკეტილი 4 კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ უზნეობაა, რომ გადააყენო ადამიანი რომელიც არის ივანიშვილის მიერ გამოკეტილი. ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება თუ რა პოზიციას იჭერდა, თუმცა ის თავს იკავებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ არ ერეოდა პარტიულ უთანხმოებაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.