გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. არასამთავრობო სექტორი მთავრობისგან იმ ცვლილებების ამოქმედებას ითხოვს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული. ჯერჯერობით უცნობია დაუბრუნდება თუ არა პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებასთან ერთად უკონტაქტო პატრულის ამოქმედებასაც გულისხმობს.
რატომ არის შეჩერებული კანონპროექტის განხილვის პროცესი 8 თვეზე მეტხანს საკანონმდებლო ორგანოში, დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განმარტა. მისი თქმით, განხილვის დროს კანონზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო რის გამოც განხილვამ გადაიწია.
შევა თუ არა ძალაში ახალი რეგულაცია საგაზაფხულო სესიის შემდეგ ჯერ უცნობია. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობებით მთავრობასა და პარლამენტს კანონის ამოქმედების დაჩქარებას მოსთხოვენ.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.