"საქართველო ეროვნული ქოლგის ქვეშ"-"ეროვნული ფორუმის" საარჩევნო კამპანიის ახალი სლოგანი
საქართველო ეროვნული ქოლგის ქვეშ - ასეთია ეროვნული ფორუმის საარჩევნო კამპანიის ახალი სლოგანი.
პოლიტიკურმა პარტიამ შეკრებილებს ნომერი, რომლითაც ისინი არჩევნებში მონაწილეობენ სწორედ ქოლგების საშუალებით შეახსენეს.
ეროვნული ფორმის მხარდამჭერები თავდაპირველად აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებზე შეიკრიბნენ - საარჩევნო აქცია ვაკის პარკში თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის ლიდერებთან შეხვედრით დასრულდა.