ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი - ლევან იზორია
![](http://rustavi2.com/news_photos/57543_cover_b.jpg)
რამდენად რეალურია ქვეყანაში დესტაბილიზაცია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს. ლევან იზორიას თქმით, არეულობის ყველანაირი მცდელობა თავიდან აუცილებლად იქნება აცილებული.
"კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, მუშაობენ იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება. მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი და არც სხვა პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული თუგინდ მოლოდინების გაჩენისაც, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი," - აცხადებს ლევან იზორია.