კარდენახში მომხდარი ინციდენტის ეჭვმიტანილს ეძებენ - ამ დრომდე მძიმეა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა
![](http://rustavi2.com/news_photos/57532_cover_b.jpg)
34 წლის მამაკაცი დაჭრეს კახეთში - შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მოხდა. ოთარ გოგებაშვილს შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული.
დაჭრილის ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ნათესავის ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათივე თქმით, მათთვის უცნობ მამაკაცს გოგებაშვილთან ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც უკვე ფიზიკურად გაუსწორდა.
ამ დრომდე მძიმეა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა. გაქცეულ ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ეძებენ.