"ისეთი განცდა მაქვს, თითქოს გორს პატრონი არ ჰყავს" - ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია ვერხვების დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა. გორის 41-ე საარჩევნო ოლქში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, რის შემდეგაც საუბარი დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
ალასანიამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ
ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა მისი მაჟორიტარობის პერიოდში მოგვარებული იქნება.
„ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს პატრონი არ ჰყავს გორს. ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას ქალაქი, მაგრამ ელემენტარული საკითხების მოგვარება რაც შეიძლება, ის არ გვარდება. ჩემი ამოცანაა ეს უნდობლობა ნელ-ნელა აღმოვფხვრა და ხიდი გაჩნდეს ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.